სვანეთის მთები



მთა უშბა
უშბა — ორთავიანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტშისვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია (სიმაღლე 4700 მ), ჩრდილოეთი – 10 მეტრით დაბალია. აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. უშბის მწვერვალები თავიანთი განუმეორებელი სილამაზითა და მიუდგომლობით იზიდავს მრავალ მთასვლელსა და ტურისტს. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.
ჩრდილოეთი მწვერვალი უფრო ადვილი გადასალახია ვიდრე სამხრეთი. ჩრდილოეთ პიკზე პირველად ავიდნენ ინგლისელები 1888 წელს, ხოლო სამხრეთ პიკზე პირველი ასვლა განხორციელდა 1903 წელს, გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი ალპინისტების მიერ. მანამდე უშბაზე იყო დაახლოებით 20-მდე წარუმატებელი ასვლის ცდა. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
ლონდონში არის ალპინისტთა კლუბი „უშბა“.

მთა ლაილა
ლაჰილილაჰლალაილა — მწვერვალი სვანეთის ქედზემდინარე ლაილჭალის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეეში. სიმაღლე 4009 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, მეტამორფული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. ლაჰილის ჩრდილოეთ კალთაზე ხეობის ტიპის მყინვარებია.

No comments:

Post a Comment